Similar presentations:
საქართველოს გეოგრაფია. პირველი ლექცია
1. საქართველოს გეოგრაფია პირველი ლექცია
თინათინ მოსიაშვილი2016
2. ისტორიული ძეგლები
3. საქართველო
საქართველო - სახელმწიფოევროპისა და აზიის გზის გასაყარზე,
კავკასიაში, შავი ზღვის
აღმოსავლეთით.
ფართობი - 69,7 კვ. კმ. (121-ე)
მოსახლეობა - 3,7 მლნ. კაცი (2014 წ. 131-ე)
სიმჭიდროვე - 65, 18 (2014 წ. 132-ე).
მშპ - 35, 604 მლრდ $ (2015 წ. 114-ე)
1 სულ მოსახლეზე - 3743 $.
აგი (ადამიანური განვითარების
ინდექსი) - 0,75 (მაღალი, 2015 წ. 76-ე)
ვალუტა - ლარი (GEL)
დროის სარტყელიUTC+4[5]
ქვეყნის კოდი - GEO.
4. საქართველო
• საქართველო მდებარეობს ჩ.გ. 41°07' და 43°35'და ა.გ. 40°04' და 46°44'-ს შორის.
• საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო
გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც
აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და
სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის
ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპააზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო
მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
5.
6. საქართველო
ევროპასა და აზიას შორის საზღვრის გატარებისვარიანტები:
აღმოსავლეთით - ურალის ქედზე
დასავლეთით - შავი ზღვა, ბოსფორის სრუტე,
მარმარილოს ზღვა და დარდანელის სრუტე
საკამათოა კავკასიის მონაკვეთი და არსებობს
საზღვრის გატარების რამდენიმე ვარიანტი:
1. ყუმა-მანიჩის ღრმული
2. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი
3. მდინარეები: რიონი და მტკვარი
4. მცირე კავკასიონი
5. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაჯანის
სამხრეთ საზღვრებზე
7. საქართველო
• საქართველო შავი ზღვით უკავშირდებაშავიზღვისპირეთის ქვეყნებს,
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს;
• მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ
და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.
• გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია
კავშირი მთელს მსოფლიოსთან.
8. საქართველო
• დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა,ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია
(კრასნოდარის მხარე, ყარაჩაი-ჩერქეზეთის,
ყაბარდო-ბალყარეთის, ჩრ. ოსეთის,
ინგუშეთის, ჩეჩნეთის, დაღესტნის არ),
სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი,
სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
საზღვრების სიგრძე — 1 771 კმ-ს, მათ შორის
სახმელეთო — 1 461 კმ (სომხეთი 164,
აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252)
და საზღვაო — 310 კმ.
9. საქართველო
• სასაზღვრო-გამშვები პუნქტები:რუსეთთან: ყაზბეგი (ლარსი)
აზერბაიჯანთან: ლაგოდეხი (მაწიმი), სამთაწყარო,
წითელი ხიდი, ვახტანგისი
სომხეთთან: სადახლო, ახკერპი, გუგუთი, ნინოწმინდა
თურქეთთან: სარფი, ვალე, კარწახი
თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სენაკის აეროპორტები
ფოთისა და ბათუმის პორტები
http://www.rs.ge/media/Flash/sadahlo_patara.wf
ვირტუალური ტური საბაჟოზე
10. საქართველო
პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილიპრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძე
ქვეყნის დედაქალაქი - თბილისი.
სახელმწიფო ენები - ქართული და
აფხაზური (აფხაზეთში).
11. საქართველო
12. საქართველო
საქართველოს ტერიტორიული მოწყობა ასიმეტრიულია,ის მოიცავს 2 ავტონომიურ რესპუბლიკას.
ქვეყანაში არის 12 სამხარეო ერთეული:
თბილისი
აფხაზეთის არ - სოხუმი
აჭარის არ - ბათუმი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაური
იმერეთი - ქუთაისი
გურია - ოზურგეთი
სამცხე-ჯვახეთი - ახალციხე
შიდა ქართლი - გორი
ქვემო ქართლი - რუსთავი
მცხეთა-მთიანეთი - მცხეთა
კახეთი - თელავი
76 მუნიციპალიტეტი
13. საქართველო
14. საქართველო
საქართველო უძველესიცივილიზაციის ქვეყანაა. ეს
ტერიტორია ადამიანებით ჯერ
კიდევ 1.7 - 1.8 მილიონი წლის წინათ
იყო დასახლებული. ამ ფაქტს
ასაბუთებს 1999 წელს საქართველოს
სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქ.
დმანისის ტერიტორიაზე
აღმოჩენილი ჰომო ერექტუსი
(გამართული ადამიანის) თავის
ქალა და არქანტროპის ქვედა ყბა.
დღესდღეობით
დმანისელი ადამიანი
ევრაზიის კონტინენტის უძველეს
მკვიდრადაა
მიჩნეული და მას “პირველ
ევროპელსაც” კი უწოდებენ.
15. საქართველო
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყოადრეული ქვის ხანიდა მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა
ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი
მისცა საერთო ქართულ კულტურასა და
სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან;
ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ
საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო,
სანამ მე-15 საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად
დაიშლებოდა. რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო
1801-1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი
დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკა (1918-21) რუსეთის ანექსიის მსხვერპლი გახდა და 1922
წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა, რასაც
სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული
ქაოსური პერიოდი მოჰყვა. ქვეყანა ჯერ კიდევ რთულ გზას გადის.
16. საქართველო
17. საქართველო
• გეოტექტონიკური თვალსაზრისით, საქართველოს ალპურჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალურიმდებარეობა უკავია. იგი იწყება ატლანტის ოკეანის
სანაპიროებიდან და მოიცავს ხმელთაშუა და შავი ზღვების
მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
• ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ
სარტყლებს შორის საზღვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ
წყალგამყოფ ქედს, რის გამოც საქართველო მდებარეობს
სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო
ნაწილში.
• საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური
სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი — ნოტიო
სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და
მშრალი-კონტინენტური. ეს განპირობებულია მისი
სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტყლების მიჯნაზე
მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების — კავკასიონისა და
სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და შავი ზღვის გავლენით.
18. საქართველო
• ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებსუკავია, ბუნება მრავალფეროვანია —
სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე;
უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5 068 მ, უდაბლესი
წერტილი — ფოთი-ყულევის მიდამოები, შავი
ზღვასთან (0-1 მ.);
სახნავ-სათესი მიწა — 16%, საძოვრები — 25%, ტყეები —
34%. მთავარი მდინარეები — მტკვარი და რიონი.
19. საქართველო
• საზღვრები:• სახმელეთო საზღვარი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში,
დაბა ლესელიძესთან იწყება. შემდგომ იგი მიუყვება მდინარე ფსოუს,
რომელიც სათავეს მთა აგეფსთადან იღებს. საქართველოს ჩრდილო
საზღვარი ძირითადად ემთხვევა კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს.
მთა ვაციგპარსადან მთა შავკლდემდე საქართველოს საზღვარი გადის
წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მყინვარწვერსა და გვერდით ქედზე.
კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს ისეთი ისტორიულგეოგრაფიული პროვინციები, როგორიც არის: ხევი, პირიქითა
ხევსურეთი და თუშეთი.
• აღმოსავლეთ საზღვარი იწყება მთა ტინოვროსოდან, ეშვება ალაზნის
ველზე, მიუყვება მდინარე ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავამდე.
• დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა
• საქართველოს სამხრეთი საზღვარი იწყება შავი ზღვიდან, სოფელ სარფის
მიდამოებში. იგი ჯერ მიუყვება, შემდეგ კი კვეთს ლაზეთის ქედის
ჩრდილო დაბოლოებას, მიუყვება შავშეთის ქედს , კვეთს არსიანის ქედს,
ჯავახეთ-სომხეთის ვულკანურ მთიანეთს, ლოქის ქედს,
მდინარე მტკვარსა და ივრის ზეგანს.
20. შავი ზღვა
21. შავი ზღვა
პირველად მოიხსენიება ძვ. წ. მე-5 საუკუნიდან. შავზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოს (Pontos Axeinos,
არასტუმართმოყვარე) შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვიდან
პონტოს ევქსინოს (Εὔξεινος Πόντος, ლათ. Pontus Euxinus
სტუმართმოყვარე ზღვა) უწოდებდნენ.
ატლანტის ოკეანის შიდა, ხმელთაშუა ზღვა ევროპასა
და მცირე აზიას შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქერჩის
სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთდასავლეთით ბოსფორის სრუტით — მარმარილოს
ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტით —ეგეოსისა და
ხმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე ღრმად
იჭრება კონტინენტში.ოკეანიდან დაშორებულია 2600 კმით.
22. გამოყენებული ლიტერატურა: 1. საქართველოს გეოგრაფია, 2000 2. საქართველოს გეოგრაფია, 2013 3. საქართველო
ttps://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
5. საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი
https://www.president.gov.ge/ge/Georgia/AboutGeorgia
http://www.geostat.ge/