წერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები
როგორ ვიწყებთ წერას?
1. წერის პროცესის ანალიზი
თემა
თემის შერჩევა და დაკონკრეტება
სავარჯიშო #1
მაგალითად:
ივარჯიშეთ
ივარჯიშეთ
სავარჯიშო #2
მკითხველი
რატომ უნდა გაითვალისწინოთ მკითხველი?
მიზანი
93.79K
Category: pedagogypedagogy

წერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. პირველი ლექცია

1. წერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები

პირველი ლექცია

2. როგორ ვიწყებთ წერას?

რა ეტაპებს მოიცავს წერა
წერის პროცესის ანალიზი
დაგეგმვა
მონახაზი
გადასინჯვა

3. 1. წერის პროცესის ანალიზი

ამ ეტაპზე განისაზღვრება ნაშრომის
თემა
სამიზნე აუდიტორია (მკითხველი)
მიზანი
პროექტის სხვა ელემენტები

4. თემა

კითხვები, რომელთა საშუალებითაც განვსაზღვრავთ მოცემულ
კომპონენტს
რას ეხება წერილობითი დავალება?
რის შესახებ ისურვებდით წერას?
რა გაინტერესებთ მოცემული თემის ფარგლებში?
არის რამე, რის თაობაზეც უკვე გაქვთ გარკვეული
მოსაზრებები ან გსურთ, რომ მეტი იცოდეთ?
კონკრეტულად რა მოთხოვნებს გიყენებთ
მიღებული დავალება, როგორ უნდა შეხედოთ
თემას?

5. თემის შერჩევა და დაკონკრეტება

გახსოვდეთ: თქვენზეა დამოკიდებული უბრალოდ
დაწერთ დავალებას თუ წერით ისიამოვნებთ!

6. სავარჯიშო #1

• ზოგადი თემა კონკრეტულ საკითხებად დაშალეთ

7. მაგალითად:

ზოგადი თემა: ინტერნეტი
კონკრეტული საკითხები:
1. ონლაინ კომინიკაციების უპირატესობა
2. ვებგვერდების შინაარსს უნდა
არებულირებდეს თუ არა სახელმწიფო
3. რამდენად მონაწილეობს ინტერნეტი
სოციალური უთანასწორობის
ფორმირებაში

8. ივარჯიშეთ

ზოგადი თემა: საზაფხულო სამუშაოები
კონკრეტული საკითხები:
1.სააფხულო სამუშაოები არაპროფესიონალებისთვის
2. როგორ მოვძებნოთ საზაფხულო სამუშაოები
3.რა შეიძლება გვასწავლოს საზაფხულო სამუშაოებმა

9. ივარჯიშეთ

ზოგადი თემა:
სახელმწიფო დახმარება სტუდენტებისთვის
კონკრეტული საკითხები:
რომელ სტუდენტს ეკუთვნის სახელმწიფო დახმარება?
2. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო
რატომ უნდა დაეხმაროს (ან არ დაეხმაროს ) სახელმწიფო
სტუდენტებს

10. სავარჯიშო #2

• საკუთარ ინტერესებსა და წაკითხულ მასალაზე
დაყრდნობით დააკონკრეტეთ ზოგადი თემები

11.

სპორტი
უმუშევრობა
მუსიკა
ეკოლოგია
ბულინგი
ქალები

12. მკითხველი

კითხვები, რომელთა საშუალებითაც განვსაზღვრავთ მოცემულ
კომპონენტს
• ვინ წაიკითხავს თქვენს ნაშრომს? რა იციან და რას
ფიქრობენ თქვენი მკითხველები განსახილველ საკითხზე?
• ხასიათდებიან თუ არა თქვენი მკითხველები რაიმე ნიშანთვისებით, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს
ნაშრომის აღქმაზე? ასეთი მახასიათებელი შეიძლება იყოს,
თქვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება, პოლიტიკური
მოსაზრებები.
• რა ურთიერთობა გაქვთ მკითხველთან? რამდენად
ფორმალური ან არაფორმალური უნდა იყოს თქვენი
ნაშრომი?
• რა გსურთ, რომ იფიქრონ ან მოიმოქმედონ თქვენმა
მკითხველებმა ნაშრომის წაკითხვის შემდეგ?

13. რატომ უნდა გაითვალისწინოთ მკითხველი?

მკითხველის გათვალისწინება თქვენი ნაშრომის სამ
ძირითად ელემენტზე იმოქმედებს

14.

ინფორმაციაზე,
რომლითაც მკითხველის ყურადღების მიპყრობა და
შენარჩუნებაა შესაძლებელი და მკითხველს თქვენი
დასკვნების მართებულობაში არწმუნებს
ინფორმაცია
შეიძლება
იყოს
კონკრეტული დეტალები
ფაქტები,
მაგალითები
თვალსაჩინოება

15.

როლზე, რომელსაც ირჩევთ მკითხველთან მიმართებით.
თქვენი მიზნიდან და განსახილველი საკითხის მიმართ
დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თქვენ გენდომებათ,
რომ მკითხველმა გარკვეული კუთხიდან აღგიქვათ თქვენ და
თქვენი დამოკიდებულება.
როლი
შეიძლება
იყოს
პორტრეტისტი,
მთხრობელი, ლექტორი,
დამცველი,
ინტერპრეტატორი

16.

ტონზე, რომელსაც იყენებთ. ფურცელზე დაწერილი
სიტყვები და წინადადებების სტრუქტურა ისეთსავე
ინფორმაციას შეიცავს, როგორსაც ხმის ტემბრი და სიმაღლე..
ტონი
შეიძლება
იყოს
ფორმალური
არაფორმალური
სერიოზული,
მშვიდი,
ამაღელვებელი,
გამაღიზიანებელი ,
სასიხარულო

17.

გაიხსენეთ თქვენ მიერ შერჩეული თემა და უპასუხეთ
კითხვებს, რომლებიც მკითხველის ტიპის განსაზღვრაში
დაგეხმარებათ
განსაზღვრეთ ოთხი მოსაზრება, რომლებსაც ნაშრომში
მოიტანდით,
შეარჩიეთ როლი და ტონი თითოეული ტიპის
მკითხველისთვის.

18.

• ვინ არის ჩემი მკითხველი?
• რატომ წაიკითხავს მკითხველი ჩემს ნაშრომს?
რას ელის ის?
• რა მსურს, რომ მკითხველმა იცოდეს ან
მოიმოქმედოს ჩემი ნაშრომის წაკითხვის შემდეგ და
როგორ გავაგებინო მას ეს?
• როგორი მკითხველისთვისაა განკუთვნილი ჩემი
ნაშრომის თემა და მიზანი?( ასაკი, სქესი;
საქმიანობა, ეთნიკური კუთვნილება. პოლიტიკური
ან რელიგიური კუთვნილება, მორალური
ღირებულებები და რწმენა: მემარჯვენე,
კონსერვატორი, ქრისტიანი, ბუდისტი. ჰობი და
ინტერესები: ნადირობა, კოლექციონერობა,
ხელსაქმე და ა.შ

19.

•რა იცის ან რა არ იცის მკითხველმა ჩემ მიერ წარდგენილი
საკითხის შესახებ? რამდენად დიდი მასალა უნდა
მივაწოდო მას?
• თუ ჩემ მიერ წარდგენილი საკითხი სპეციფიკური ენის ან
ტერმინების გამოყენებას საჭიროებს, რამდენად შემიძლია
მათი გამოყენება ან განმარტება?
• რომელმა მოსაზრებებმა, იდეებმა ან ინფორმაციამ
შეიძლება გააკვირვოს მკითხველი? ააღელვოს?
შეურაცხყოს? რა უნდა გავაკეთო ამ დროს?

20.

• რა შეიძლება ესმოდეს მკითხველს არასწორად ჩემ მიერ
წარდგენილ საკითხთან ან ჩემეულ ხედვასთან
დაკავშირებით? როგორ შემიძლია ამის გამოსწორება?
• რა ურთიერთობა მაქვს მკითხველთან? რამდენად
ფორმალურ ან არაფორმალურ ნაწერს მოელის იგი
ჩემგან? რა როლი და როგორი ტონი უნდა შევარჩიო?
• როგორ მოეპყრობა მკითხველი ჩემს ნაშრომს?
თითოეულ სიტყვას გულდასმით წაიკითხავს და
გაიაზრებს, თუ მხოლოდ დასკვნებს გაითვალისწინებს?
როგორ უნდა ჩამოვაყალიბო სათაურები, შეჯამება და
სხვა ელემენტები?

21. მიზანი

რა მიზანს ისახავს თქვენი დავალება?
რატომ წერთ? რისი მიღწევა გსურთ თქვენი
ნაშრომით?
რა გზით შეიძლება მიზნის სრულად მიღწევა?

22.

მიზანი შეიძლება იყოს
გართობა
თვითგამოხატვა
ახსნა ან
დარწმუნება
სწავლის პროცესში შესასრულებელი წერილობითი ნაშრომების
მიზანი, ძირითადად, ახსნა და დარწმუნებაა

23.

ეს მიზნები ერთ ნაშრომში შეიძლება
თანხვდებოდეს კიდეც ერთმანეთს,
მაგრამ ერთ-ერთი მაინც წამყვანია და
გავლენას ახდენს
თემის მიმართულებაზე,
დამასაბუთებელი ელემენტების
თავისებურებებსა და გამოყენებულ
სიტყვებზეც კი.

24.

იდეების გენერირება
გონებრივი
იერიში
თავისუფალი
წერა
ვინ? სად მოხდა?
რა მოხდა? რატომ მოხდა?
როგორ მოხდა? რა შედეგი მიიღეს?
როდის მოხდა?
კითხვები
English     Русский Rules