Similar presentations:
PICO- თინათინ ქარქაშაძე, აქსანა ავეტიან
1.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიპაროდონტიტის მართვა ტიპი 1 შაქრიანი
დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში
ავტორი: თინათინ ქარქაშაძე, აქსანა ავეტიან
კურსი: IV
საგანი: ,,კვლევითი უნარები 3“
ლექტორი: ანი ჩაგიაშვილი
2. საკვლევი შეკითხვა
• აუმჯობესებს თუ არა პაროდონტის მდგომარეობას ანტიმიკრობული ფოტოდინამიკურითერაპია (aPDT) და სქეილინგი და ფესვის გასადავება(SRP) პაროდონტიტის და ტიპი 1
დიაბეტის მქონე პაციენტებში.
P- პაროდონტიტის/ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტები;
I- ანტიმიკრობული ფოტოდინამიკური თერაპია (aPDT) ;
O- სქეილინგი/ფესვის გასადავება;
C- კბილ-ღრძილოვანი მიმაგრების აღდგენა, სისხლდენის შემცირება.
3. პაროდონტიტი
• პაროდონტიტი ქრონიკული მულტიფაქტორული ანთებითიდაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია კბილის ნადებში
არსებულ დისბიოზურ ბიოაპკთან და ხასიათდება კბილის
საყრდენი ქსოვილების პროგრესირებადი დესტრუქციით.
• დაავადების ნიშნებს წარმოადგენს:
კლინიკური მიმაგრების დარღვევა,
პაროდონტული ჯიბის არსებობა,
ღრძილებიდან სისხლდენა.
4. პაროდონტიტის სიმპტომები
სუბიექტურიობიექტური
ღრძილებიდან სისხლდენა
ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადები და
ქვა
ჰალიტოზი
ღრძილის ჰიპერემია, ზომის და ფორმის
ცვლილება(შეშუპება, რეცესია, ბრტყელი
ფორმა და ა.შ)
ტკივილი ღეჭვის დროს/ღეჭვის
ცვლილებები
სისხლდენა ზონდირებისას(ზოგჯერ
ჩირქდენაც)
კბილების მორყევა
ალვეოლური ძვლის დესტრუქცია
ღრძილების ტკივილი
ფურკაციის დაზიანება
სისხლდენა
კბილების პათოლოგიური მორყევა
კბილის მდებარეობის ცვლილება
კბილის დაკარგვა
5. პაროდონტიტის მკურნალობა
არაქირურგიულიმკურნალობა
• ინდივიდუალური პირის ღრუს ჰიგიენის ინსტრუქციები;
• ანტიბიოტიკები;
• სქეილინგი და ფესვის გასადავება.
ქირურგიული მკურნალობა
• „მისადგომი“ ნაფლეთოვანი პაროდონტოლოგიური ქირურგია;
• რეზექციული პაროდონტოლოგიური ქირურგია;
• რეგენერაციული პაროდონტოლოგიური ქირურგია.
6. პაროდონტიტი და დიაბეტი
• პირველი ტიპის დიაბეტი პანკრეასში ლანგერჰანსის უჯრედებისაუტოიმუნური დაზიანების შედეგად ვითარდება, რაც ინსულინის
პროდუქციის ნაკლებობას იწვევს;
• ხშირია: ჰიპოსალივაცია, პირის ღრუს სიმშრალე, ლორწოვან გარსზე
ნახეთქების წარმოქმნა, პირის რრუს მიკროფლორის ცვლილებები;
• აღნიშნულ პაციენტებს პაროდონტული აბსცესების განვითარების,
ალვეოლური ძვლის რეზორბციის და შედეგად, მძიმე ფორმის პაროდონტიტის
ჩამოყალიბების მეტი ალბათობა აქვთ.
7. შესავალი
• ანტიმიკრობული ფოტოდინამიკური თერაპია (aPDT) არის სქეილინგისა დაფესვის გასადავების (SRP) დამხმარე მკურნალობა, რომელიც აუმჯობესებს
პაროდონტის ჯანმრთელობას. ის შეიძლება სასარგებლო იყოს სისტემური
დაავადებების, მაგალითად, 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე
პაციენტებისთვის.
8. მიზანი
• ამ რანდომიზებულმა კლინიკურმა კვლევამ შეაფასა aPDT-ის დამატებითიეფექტი 1 ტიპის დიაბეტის (T1D) მქონე პაციენტების პაროდონტოლოგიურ
მკურნალობაში.
9. მეთოდოლოგია
• კვლევაში ჩართული იყო 38 პაციენტი, რომლებიც დაიყვნენ ოთხ ჯგუფად:DSRP - ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ SRP-ით;
CSRP - ნორმოგლიკემიური პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ SRP-ით;
DPDT - ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ SRP +
aPDT-ით (მეთილენის ლურჯი და წითელი ლაზერი);
CPDT - ნორმოგლიკემიური პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ SRP + aPDTით.
პაროდონდოლოგიური კლინიკური პარამეტრები და კბილ-ღრძილოვან სითხეში
არსებული ანთებითი ციტოკინები დაფიქსირდა საწყის ეტაპზე და 1, 3 და 6 თვის
შემდეგ. მკურნალობის კლინიკური საბოლოო წერტილი შეფასდა 6 თვის შემდეგ.
10. შედეგები
• ადიუვანტურმა aPDT მკურნალობამ შეამცირა ზონდირების სიღრმე 3 თვის შემდეგ(0.38 მმ - p<0.05) ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში და საკონტროლო ჯგუფში 6
თვის შემდეგ (0.66 მმ - p<0.05). კლინიკური მიმაგრების დონის შემცირება მსგავსი
იყო ორივე მკურნალობის დროს საკონტროლო პაციენტებში (p>0.05).
• TNF-α-ს მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა კბილ-ღრძილოვან სითხეში aPDT-ით
ნამკურნალებ ორივე ჯგუფში (p<0.05). ტიპი 1 დიაბეტის მქონე (65%) და
ნორმოგლიკემიური (72%) ჯგუფებმა მიაღწიეს კლინიკურ საბოლოო წერტილს
ორივე მკურნალობის შემდეგ (p>0.05)
11. დასკვნა
• ადიუვანტურმა aPDT-მ დამატებითი სარგებელი მოიტანა პაროდონტისკლინიკური პარამეტრების გაუმჯობესებასა და ანთებითი ციტოკინების
შემცირებაში როგორც ტიპი 1 დიაბეტის, ასევე ნორმოგლიკემიის მქონე
პაციენტებში. თუმცა, ნორმოგლიკემიით დაავადებულ პაციენტებში,
ადიუვანტური aPDT მკურნალობის შემდეგ, ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ
პაციენტებთან შედარებით, კლინიკური გაუმჯობესება უფრო დიდი იყო.
12. წყარო:ციტირება
• Paula de Oliveira Cunha 1, Isabela Rodrigues Gonsales 1, SebastiãoLuiz Aguiar Greghi 1, Adriana Campos Passanezi
Sant'ana 1, Heitor Marques Honório 1, Carlos Antonio
Negrato 2, Mariana Schutzer Ragghianti Zangrando 1, Carla
Andreotti Damante 1
• PMID: 39383343
PMCID: PMC11464078
DOI: 10.1590/1678-7757-2024-0258
• „პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და
ქირურგიული მკურნალობა“-ქეთევან გოგილაშვილი, თეა
ნაცვლიშვილი 2022