Similar presentations:
კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები
1. კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები
2. კომპიუტერის ძირითადი მოდულები:
სისტემური ბლოკი,კომპიუტერის
ძირითადი ნაწილი,
სადაც ხდება ყველა
გამოთვლითი პროცესი.
სისტემური ბლოკის
ერთ ერთი ნაწილია
თვითონ კორპუსი
(კეისი), რომელშიც
ეწყობა სისტემური
ბლოკის შემადგენელი
ნაწილები.
3.
კვების ბლოკი – იგი აძლევს ელექტრო კვებასსისტემური ბლოკის შემადგენელ ნაწილებს. კვების
ბლოკები განსხვავდებიან სიმძლავრის მიხედვით.
რაც უფრო მძლავრია (მაღალვატიანია) იგი, მით
მეტი მოწყობილობა შეგვიძლია დავაერთოთ
სისტემურ ბლოკში.
4. სისტემური ბლოკის შემადგენელი ნაწილები:
დედა დაფა – სისტემურიბლოკის ძირითადი ნაწილი,
რომელზედაც მიერთებულია
სისტემური ბლოკის ყველა
ნაწილი. დედა დაფის
საშუალებით ხდება
მოწყობილობების ერთმანეთთან
დაკავშირება, ინფორმაციის
გაცვლა, ელექტროენერგიის
მიწოდება. რაც უფრო სწრაფია
დედა დაფის ინფორმაციის
გადაცემის არხები, მით უფრო
სწრაფად ხდება
მოწყობილობების ერთმანეთთან
ურთიერთობა, მით უფრო
სწრაფად მუშაობს კომპიუტერი.
5.
პროცესორი –სისტემური ბლოკის
„ტვინი“, ასრულებს
ლოგიკურ
ოპერაციებს. მისი
სისწრაფე, სიხშირე,
განსაზღვრავს
ძირითადად
კომპიუტერის
წარმადობას.
6.
ოპერატიულიმეხსიერება –
კომპიუტერში
ინფორმაციის
დროებითი შესანახი
მეხსიერება, გამოიყენება
მხოლოდ კომპიუტერის
მუშაობისას. მისი
მოცულობა და
სისწრაფეც
განსაზღვრავს
კომპიუტერის
სწრაფმოქმედებას.
7.
მყარი დისკი –გამოიყენება
ინფორმაციის დიდი
ხნით შესანახად, მასზეა
განთავსებული
კომპიუტერის
მუშაობისთვის
აუცილებელი
პროგრამები (Windows,
Office, Internet
Explorer.) და
მომხმარებლის ფაილები
(ფოტო, ვიდეო, აუდიო
და სხვა).
8.
ვიდეოკარტა – სისტემურბლოკში ჩადგმული პლატა,
მისი დანიშნულებაა
სისტემური ბლოკის და
მონიტორის დაკავშირება,
ამუშავებს ვიდეო
გამოსახულებას და გადასცემს
მონიტორს. ვიდეოკარტაზეა
დამოკიდებული
გამოსახულების ხარისხი.
ვიდეოკარტას გააჩნია თავისი
ჩაშენებული ოპერატიული
მეხსიერება და პროცესორი
ვიდეო გამოსახულების
დასამუშავებლად. რაც მეტია
ვიდეოკარტის პროცესორის
სიხშირე და მისი მეხსიერების
მოცულობა, მით უფრო
ძლიერი თამაშების თამაშია
შესაძლებელი.
9.
ხმის კარტა – მისიდანიშნულებაა
დინამიკებისთვის ხმის
სიგნალის მომზადება.
ხმის კარტა
დღესდღეობით
ჩაშენებულია დედა
დაფებზე, თუმცა
არსებობს ჩასადგმელი
ან გარედან
მისაერთებელი ძლიერი
კარტებიც.
10.
ქსელის კარტა – პლატა,მოწყობილობა, იდგმება
ან ჩაშენებულია დედა
დაფაზე. ქსელის კარტის
დანიშნულებაა
კომპიუტერის
დაკავშირება სხვა
კომპიუტერებთან
ლოკალური თუ
გლობალური ქსელის
(ინტერნეტის)
საშუალებით.
11.
CD/DVD-ROM –მოწყობილობა, რომელიც
გამოიყენება, CD-დისკების,
DVD-დისკების
წაკითხვა/ჩაწერისათვის. ეს
მოწყობილობები
გამოირჩევიან
წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარით.
დღეისათვის გამოსულია
დიდი მოცულობის
დისკებთან სამუშაოდ Blue
Ray დისკების წამკითხველი,
რომელიც ასევე კითხულობს
CD და DVD დისკებსაც.
12.
Floppyდისკწამკითხველი –
მოწყობილობა,
რომელიც
განკუთვნილია
სპეციალურ
დისკეტებზე
ინფორმაციის
ჩაწერა/წაკითხვისთვის.
დღესდღეობით
ამოღებულია
ხმარებიდან და მის
ნაცვლად კარტრიდერს
აყენებენ.
13.
კარტრიდერი – მეხსიერებისბარათების
წამკითხველ/ჩამწერი
მოწყობილობა. გამოირჩევიან
ინფორმაციის
ჩაწერა/წაკითხვის
სისწრაფით. კარტრიდერები
შეიძლება იყოს ჩასადგმელია
ან USB-ზე გარედან
მისაერთებელი.
14.
PS/2USB
LAN
S/PDIF
USB
SATA
USB
AUDIO
კომპიუტერის პორტები – სისტემურ
ბლოკზე არსებული ბუდეები,
რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა
პერიფერიული, გარე მოწყობილობების
მისაერთებლად. ძირითადად ესენია:
PS/2, USB, VGA, Ethernet, Audio და
სხვა.
15.
ქულერები – ვენტილიატორები, რომლებიცგამოიყენება საჰაერო გაგრილებისათვის. ძირითადად
ქულერები დაყენებულია კვების ბლოკში,
პროცესორზე და ვიდეოკარტაზე. სისტემურ ბლოკზე
შეიძლება დაყენებული იყოს დამატებითი ქულერი.
რადიატორები – მეტალის (სპილენძის ან ალუმინის)
პლასტინები, აყენებენ პროცესორიდან სითბოს
გამოსატანად. ძირითადად ხდება რადიატორების
ქულერებით გაგრილება.
16. პერსონალური კომპიუტერის ძირითადი პერიფერიული მოწყობილობები:
პრინტერები (ჭავლური, ლაზერული)სკანერები
17.
ჭავლური პრინტერები ქაღალდზე ბეჭდავენსპეციალური მელნის
საშუალებით, რომელიც
ჩასხმულია კარტრიჯში.
ჭავლური პრინტერები
როგორც წესი ფერადია და
შავთეთრი კარტრიჯის გარდა
მაქ ედგმებათ ფერადი
კარტრიჯიც. მაღალი
ხარისხის ბეჭდვისათვის
გამოიყენება სპეციალური
ქაღალდი, აგრეთვე ფოტო
ბეჭდვისათვის ზოგ
პრინტერზე შესაძლებელია
ფოტო აპარატის პირდაპირ
მიერთება. ნაკლოვანება
ჭავლური ბეჭდვის არის
ბეჭდვის სიძვირე, აგრეთვე
შესაძლებელია ფურცლიდან
მელნის წყლით ჩამორეცხვა.
პრინტერები ინფორმაციის
გამომტანი მოწყობილობებია.
18.
ლაზერული პრინტერები შესაძლოა იყოს ფერადიც დაშავ-თეთრიც. ისინი
ბეჭდაველ ლაზერული
სხივის საშუალებით.
ლაზერის სხივი ამაგრებს
ფურცელზე ტონერს,
რომელიც ფურცელზე
კარტრიჯიდან ხვდება.
ლაზერული პრინტერები
გამოირჩევიან ბეჭდვის
სისწრაფით (წუთში ნაბეჭდი
გვერდი), ბეჭდვის
რაოდეობით. ძირითადად
იყენებენ ოფისებში, ბეჭდვის
მცირე ღირებულებისა და
სისწრაფის გამო. ლაზერული
პრინტერის კარტრიჯები
დატენილია სპეციალური
ფხვნილით (ტონერით).
პრინტერები ინფორმაციის
გამომტანი მოწყობილობებია.
19.
სკანერი – მოწყობილობადოკუმენტური და ფოტო
მასალის სკანირებისთვის,
მათი კომპიუტერში შეტანის
მიზნით. ყველაზე
გავრცელებულია
პლანშეტური სკანერები.
არის აგრეთვე ხელის,
შტრიხკოდების, და სხვა.
სხვადასხვა სკანერს
სკანირების სხვადასხვა
სიჩქარე აქვს. აგრეთვე მათი
მახასიათებელია სკანირების
ხარისხი - გაფართოება.
დღევანდელი სკანერები
კომპიუტერის USB პორტს
უერთდება.
სკანერები ინფორმაციის
შემტანი მოწყობილობებია.
20. მანიპულირების (მართვის) საშუალებები:
კლავიატურა და მაუსი, ესარის კომპიუტერის
მანიპულირებისა და მართვის
ძრითადი საშუალებები. ამ
საქმისთვის აგრეთვე
გამოიყენება სხვა და სხვა
ტიპის ჯოისტიკები, საჭეები
პედლებით, თუმცა ისინი
ძირითადად თამაშების
მართვისთვის გამოიყენება.
ამ მოწყობილობებსაც
ინფორმაციის შემტანი
მოწყობილობები ეწოდებათ.