684.96K
Category: databasedatabase

ბიზნეს კომუნიკაციები

1.

ბიზნეს კომუნიკაციები
ლექცია 2.
წერის პრინციპები და წერისთვის
მოსამზადებელი სამუშაოები
ასისტენტ-პროფესორი:
სალომე საყვარელიძე

2.

შინაარსი
წერითი უნარების განვითარების მნიშვნელობა
ვის სჭირდება წერითი კომუნიკაცია
საქმიანი წერილის მახასიათებლები და შედგენის პროცესი
საკომუნიკაციო წყაროები
2

3.

ვის სჭირდება წერითი კომუნიკაცია
თანამედროვე
დასაქმების
ბაზარზე
თუ
კონკურენტუნარიანები, უნდა შეგეძლოთ წერა.
გინდათ
იყოთ
წერეთ ბევრი, წერეთ სხვადასხვა ობიექტების შესახებ. წერეთ
პროფესიულად.
იკითხეთ სტატიები და წერეთ მათი შინაარსი, რათა ოდნავ უფრო
კონკურენტულები იყოთ, ვიდრე თქვენი მეგობრები.

4.

5.

საქმიანი წერილის მახასიათებლები
1.
აქვს კონკრეტული მიზანი - საქმიანი წერილი უნდა იყოს მკითხველზე
მოგრგებული ტექსტი, თუმცა, იგი ამავდროულად უნდა ეხებოდეს და
მკაფიოდ გამოხატავდეს იმას, რისი მიღწევაც თქვენ გსურთ;
2.
არის
დამაჯერებელი
-
მიზანია,
რომ
დაარწმუნოთ
წერილის
ადრესატი და მოიპოვოთ მისი ნდობა;
3.
ლაკონური და ნათელი - მიზანია გადმოსცეთ სათქმელი მკაფიოდ;
4.
მკითხველზე მორგებული - უნდა გაითვალისწინოთ მკითხველის
პერსპექტივა, როგორ აღიქვამს ის თქვენს სათქმელს. უნდა შეარჩიოთ
შესაბამისი ტონი და ფორმა.
5

6.

საქმიანი წერილის შედგენის პროცესი
1.
Pre – writing (25%) - იგულისხმება თქვენი მკითხველის ანალიზი და წერილის
მიზნის ჩამოყალიბება.
2.
წერის პროცესი (25%) - ვგულისხმობთ წერილის საგნის შესახებ საინტერესო
ინფორმაციის მოძიებას, შემდეგ სტრუქტურულად წერილის ორგანიზებას
და მის გადმოტანას ფურცელზე.
3.
ნაწერის ანალიზი/ რედაქტირება (50%) - იგულისხმება უკვე ტექსტის სახით
მოცემული წერილის გადაკითხვა, ანალიზი, რედაქტირება. გაასწორეთ
წინადადებების სტრუქტურა.
6

7.

საკომუნიკაციო
წყაროები
ბლოგი
E-mail
პირისპირ კომუნიკაცია
პირისპირ ჯგუფთან
წერილი
Memo
სატელეფონო ზარი
რეპორტი
ვიდეო ტელეკონფერენცია
7

8.

წერილის მიზნის გარკვევა (რატომ უნდა მივწერო წერილი? რისი
მიღწევა მინდა?);
საუკეთესო საკომუნიკაციო წყაროს შერჩევა;
სხვა საკომუკაციო წყაროზე გადასვლა;
მკითხველის ტიპები ( “პირველადი” და “მეორადი” მკითხველები).
8

9.

მაგალითები
“მე მჭირდება თქვენი მოსაზრებები ჩვენი პროექტის მიმდინარეობის
შესახებ.
მომწერეთ ძირითადად სამი კომპონენტის შესახებ: 1. გამოკითხული
ორგანიზაციების რაოდენობა; 2. არსებული ზოგადი მდგომარეობა ქართულ
ბაზარზე; 3. გამოკითხვის დროს აღმოჩენილი სიძნელეები.
გთხოვთ, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია პარასკევამდე, 12:00 საათი. “
“ვინაიდან, თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, გთხოვთ, მომაწოდოთ
თქვენ მიერ შეფასებული პროექტი შემდეგი კომპონენტების მიხედვით:
1. გამოკითხული ორგანიზაციების რაოდენობა; 2. არსებული
ზოგადი მდგომარეობა ქართულ ბაზარზე; 3. გამოკითხვის დროს
აღმოჩენილი სიძნელეები.
ეს ინფორმაცია დაგვეხმარება დავგეგმოთ სამუშაოს მიმდინარეობა. ამიტომ,
გთხოვთ პარასკევს, შუადღემდე მომაწოდოთ თქვენი რეკომენდაციები და
შეფასებები.”
9

10.

11.

ელ-ფოსტა
1.
Signature (ხელმოწერა) - თქვენ შეგიძლიათ ავტომატურად მიუთითოთ თქვენი
სახელი და გვარი, კომპანია და საკონტაქტო ინფორმაცია. ეს შეგიძლიათ
„Signature”-ს განყოფილებაში ჩაწეროთ და ყველა წერილის შემდეგ
ავტომატურად თანდართულ ტექსტად გაიგზავნება.
2.
Reply All - ეს არის ფუნქცია, რომელიც გამოიყენება mass e-mail-ის
გაგზავნისას. როდესაც ერთ წერილს ჰყავს ბევრი ადრესატი.
3.
CC – ნიშნავს, რომ წერილს, რომელსაც უგზავნით ერთ ადრესატს (რომელიც
To: ველში იწერება), შესაძლოა კიდევ დავამატოთ ერთი ან რამდენიმე
ადრესატი.
4.
BCC-ს, აქ ჩაწერილი ადრესატები ვერ დაინახავენ თუ ვინ არის სხვა ადრესატი.
5.
მიმაგრებული ფაილები - გაითვალისწინეთ, რომ მიმაგრებულ ფაილს უნდა
ერქვას ადეკვატური სახელი.

12.

ელ-ფოსტა
მოგესალმებით.
მე ვეხმაურები გაყიდვების მეჯენერის ვაკანსიას ვენდისში. გთხოვთ, იხილოთ
მოთხოვნილი დოკუმენტები მიმაგრებული ფაილების სახით:
1. CV;
2. დიპლომის ასლი;
3. ნიშნების ფურცელი;
4. სამოტივაციო წერილი.
დაველოდები თქვენს გამოხმაურებას. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით.
პატივისცემით,
კატო კაპანაძე

13.

ელ-ფოსტა
E-mail-ის სწორად გამოყენების პრინციპები
1. შესაფერისი მისალმება;
2. გარკვევით, ლაკონურად და სპეციფიურად შერჩეული თემა (subject);
3. თქვენი ხელმოწერა ელ-ფოსტის ბოლოში;
4. იყავით ლაკონური, მაგრამ ერიდეთ აბრევიატურას;
5. გამოიყენეთ მარტივი შაბლონები და ერთნაირი ფორმატი;
6. გადაიკითხეთ და ისე გააგზავნეთ;
7. დაუდასტურეთ მიღება და უპასუხეთ შესაბამის დროში;
8. კარგად დაფიქრდით, სანამ “Raply All”-ს გამოიყენებთ;
9. ერიდეთ ყურადღების გამახვილებას ფერებით ან ფონტით;
10. შეამოწმეთ დანართები (და შესაბამისი დასახელება გაუკეთეთ დანართებს);
11. გაუგზავნეთ ელ-ფოსტა წინასწარ, ისე რომ მიმღებს მისცეთ წაკითხვის დრო;
12. მიეცით უკუკავშირი და საჭიროებისამებრ, შეახსენეთ.

14.

სამახსოვრო ბიზნეს მესიჯები
1. განსაზღვრეთ თქვენი კომუნიკაციის ზოგადი მიზანი;
2. განსაზღვრეთ შედეგი, რომლის მიღება გსურთ;
3. გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ თქვენი მიზანი რეალურია და მიღწევადი;
4. გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ კომუნიკაციისთვის ხელსაყრელი დროა;
5. გადაამოწმეთ თქვენი ინფორმაციის წყაროების სანდოობა;
6. დარწმუნდით, რომ ეს კომუნიკაცია საქმისთვის არის სასარგებლო;
7. განსაზღვრეთ ინფორმაციის მიმღები აუდიტორიის ზომა, მიმღებთა რაოდენობა;
8. გაანალიზეთ მიმღებთა შემადგენლობა;
9. განსაზღვრეთ მიმღებთან ცოდნა და მათი მოლოდინები;
10. დაფიქრდით რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მათ თქვენს კომუნიკაციაზე;
11. შეარჩიეთ კომუნიკაციის შესაფერისი არხი;
12. დარწმუნდით, რომ აწვდით ზუსტ ინფორმაციას და არ სცდებით ეთიკის
ჩარჩოებს.

15.

საქმიან
წერილს
(რეკვიზიტები):
აქვს
შემდეგი
1. მიმღების დასახელება (ადრესატი)
2. წერილის რეგისტრაციის ნომერი
3. წერილის სათაური (მოკლე შინაარსი)
4. მიმართვის ფორმა
5. ტექსტი
6. დასკვნითი ფრაზა (კომპლიმენტი)
7. დანართი
8. ხელმოწერა
9. რეზოლუცია (ვიზა)
ელემენტები

16.

საქმიანი წერილის სახეებია:
1. წერილი - თხოვნა;
2. წერილი - შეკითხვა;
3. წერილი - პასუხი.

17.

საქმიანი წერილის სახეები:
წერილი თხოვნა - წარმოადგენს მიმართვას ან თხოვნას დახმარების შესახებ ისეთ
საკითხებში, რომლის გადაწყვეტაც დაწესებულებას ან ცალკეულ პირს არ
შეუძლია. მაგალითი: გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია შემდეგი
პროდუქციის ფასებსა და მოწოდების წესებზე.
წერილის შესაძლო დასკვნითი ფრაზა:
წინასწარ გიხდით მადლობას . . .
წერილი შეკითხვა - წარმოადგენს მიმართვას განსაზღვრული ადრესატისადმი,
რათა მიღებული იქნეს საჭირო ცნობები, განმარტებები, მითითებები ან
დოკუმენტები.

18.

საქმიანი წერილის სახეები:
წერილი პასუხი - წარმოადგენს პასუხს ორგანიზაციის ან ცალკეულ პირთა
მოთხოვნებსა და შეკითხვებზე. მაგალითი: მოხარული ვართ შეგატყობინოთ,
რომ . . .
წერილის შესაძლო დასკვნითი ფრაზა:
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ . . .
საქმიან მიმოწერაში ასევე დამკვიდრებულია სხვადასხვა შინაარსის წერილები,
ისეთები როგორიცაა წერილი-მიწვევა, წერილი-მადლობა, წერილი-განაცხადი,
წერილი-შეხსენაბა, წერილი შეტყობინება, მისალოცი წერილი და სხვ.

19.

ანგარიშის ზოგადი სტრუქტურა
შესავალი
ვისთვის არის განკუთვნილი
საკითხი/შესაძლებლობა/მიზანი
ანგარიშის თემა
ძირითადი ნაწილი
საკითხის / შესაძლებლობის / პრობლემის აღწერა
ფაქტების, სტატისტიკა და ტენდენციები
შესწავლის ან კვლევის შედეგები
დისკუსია და ინფორმაციის განხილვა
უპირატესობა/ნაკლი
მეთოდები და მიდგომები
ალტერნატივების შეფასების კრიტერიუმები
დასკვნითი ნაწილი
ძირითადი საკითხების შეჯამება (შესაძლებელია იყო შესავალ ნაწილშიც)
დასკვნა და რეკომედაციები
სამოქმედო გეგმა

20.

კითხვები?
English     Русский Rules