358.57K
Category: economicseconomics

შესავალი კურსი ეკონომიკის საფუძვლებში II (მაკროეკონომიკა)

1.

შესავალი კურსი ეკონომიკის
საფუძვლებში II
(მაკროეკონომიკა)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გაზაფხულის სემესტრი, 2019
გიორგი მიხელიძე
1

2.

ლექცია 5. უმუშევრობა
•სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008)
•თავი 28, გვ. 581-605
•28-ე თავის სავარჯიშოები
2

3.

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური
აქტივობის მიხედვით
ეკონომიკური აქტივობის მიხედვით ზრდასრული
მოსახლეობა შეიძლება 3 ჯგუფად დაიყოს:
დასაქმებული: დაქირავებით დასაქმებული,
თვითდასაქმებული ან საოჯახო ბიზნესით დაკავებული
ადამიანები, რომლებიც ფულადი ან არაფულადი
ფორმით იღებენ შემოსავალს საკუთარი
საქმიანობიდან.
უმუშევარი: ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ,
თუმცა სურთ მუშაობა და ბოლო 4 კვირის
განმავლობაში ეძებდნენ სამუშაოს.
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი: ყველა დანარჩენი
სამუშაო ძალა წარმოადგენს დასაქმებული და უმუშევარი
მოსახლეობის ჯამს.
3

4.

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური
აქტივობის მიხედვით
ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა
15 წელზე უმცროსი
ასაკის მოსახლეობა
ზრდასრული
მოსახლეობა
სამუშაო ძალა
სამუშაო ძალის გარეთ მყოფი
მოსახლეობა
> სტუდენტები
> მსჯავრდებულები
> სამუშაოს არამაძიებლები ...
დასაქმებული
>დაქირავებული
>თვითდასაქმებული
უმუშევარი
4

5.

უმუშევრობის დონე და ეკონომიკური
აქტიურობის დონე
უმუშევრობის დონე :
უმუშევარი მოსახლეობის წილი სამუშაო ძალაში (%)
უმუშევრობის
დონე
= 100 x
უმუშევართა რაოდენობა
სამუშაო ძალა
ეკონომიკური აქტიურობის დონე:
სამუშაო ძალის ხვედრითი წილი ზრდასრულ
მოსახლეობაში (%)
ეკონომიკური
აქტიურობის დონე
= 100 x
სამუშაო ძალა
ზრდასრული
მოსახლეობა
5

6.

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური
აქტივობის მიხედვით საქართველოში
ზრდასრული მოსახლეობის
შემადგენელი ჯგუფები, 2015
დასაქმებული
1,780 ათასი
უმუშევარი
242 ათასი
სამუშაო ძალის
გარეთ მყოფი
958 ათასი
გამოვთვალოთ სამუშაო ძალა, უმუშევრობის დონე,
ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობა და
ეკონომიკური აქტიურობის დონე 2015 წლისთვის
საქართველოში
6

7.

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური
აქტივობის მიხედვით საქართველოში
სამუშაო ძალა
= დასაქმებული + უმუშევარი
= 1,780 + 242
= 2,022 ათასი
უმუშევრობის დონე = 100 x (უმუშევარი)/(სამუშაო ძალა)
= 100 x 242/2,022
= 12%
7

8.

მოსახლეობის განაწილება ეკონომიკური
აქტივობის მიხედვით საქართველოში
ზრდასრული მოსახლეობა = სამუშაო ძალა +
+ სამუშაო ძალის გარეთ მყოფი მოსახლეობა =
= 2,022 + 958
= 2,980
ეკონომიკური აქტიურობის დონე =
= 100 x (სამუშაო ძალა)/(ზრდასრული მოსახლეობა)
= 100 x 2,022/2,980
= 67.8%
8

9.

უმუშევრობის დონე (%) საქართველოში
ასაკობრივი ჯგუფებისა და სქესის მიხედვით
(2018)
უმუშევრობის დონე , 2018
წელი
16.0%
13.9%
14.0%
12.0%
11.2%
10.0%
8.0%
6.0%
4.0%
2.0%
0.0%
ქალი
კაცი
• როგორ ფიქრობთ, რატომაა უმუშევრობა შედარებით მაღალი
ახალგაზრდებში?
• რატომაა უფრო მეტი უმუშევარი კაცი ვიდრე ქალი?
უმუშევრობის დონის განმარტება?
9

10.

უმუშევრობის დონე - მაგალითები
განვიხილოთ თითოეულ მოცემულ სიტუაციაში როგორ
შეიცვლება უმუშევრობის დონე და რამდენად ზუსტად
ასახავს იგი შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს
A. ანამ დაკარგა სამუშაო და დაიწყო ახალი
სამსახურის ძებნა.
B. ჯონი ბოლო ერთი წელი ეძებდა სამუშაოს, მაგრამ
ვერ იპოვა და შეწყვიტა ძებნა.
C. სემი გაათავისუფლეს ბანკიდან, სადაც
ოპერატორად მუშაობდა და თვეში 900 ლარს
იღებდა. მან მაშნვე იპოვა ახალი სამსახური
მაკდონალდსში, სადაც ნახევარ განაკვეთზე
მუშაობს თვეში 500 ლარად.
10

11.

პასუხები
A. ანამ დაკარგა სამუშაო და დაიწყო ახალი
სამსახურის ძებნა.
უმუშევრობის დონე იზრდება, რაც ზუსტად
ასახავს რეალობას: უმუშევართა რაოდენობა
გაიზარდა.
11

12.

პასუხები
B. ჯონი ბოლო ერთი წელი ეძებდა სამუშაოს,
მაგრამ ვერ იპოვა და შეწყვიტა ძებნა.
ჯონი იმედგაცრუებული მუშაკია
• უნდა მუშაობა, თუმცა სამსახურს აღარ ეძებს.
• ამიტომ იგი ითვლება „სამუშაო ძალის გარეთ
მყოფად“ და არა „უმუშევრად“.
უმუშევრობის დონე მცირდება, რადგან ჯონი აღარ
ითვლება უმუშევრად.
უმუშევრობის დონის შემცირება ქმნის შთაბეჭრილებას,
რომ შრომის ბაზარზე პირობები უმჯობესდება, თუმცა ეს
ასე არაა.
12

13.

პასუხები
C. სემი გაათავისუფლეს ბანკიდან, სადაც
ოპერატორად მუშაობდა და თვეში 900 ლარს
იღებდა. მან მაშნვე იპოვა ახალი სამსახური
მაკდონალდსში, სადაც ნახევარ განაკვეთზე
მუშაობს თვეში 500 ლარად.
უმუშევრობის დონე არ შეცვლილა, რადგან ადამიანი
ითვლება „დასაქმებულად“ იმის მიუხედავად, თუ
რამდენ საათს მუშაობს და რა ანაზღაურებას იღებს.
ცხადია, შრომის ბაზარზე პირობები გაუარესდა, თუმცა
უმუშევრობის დონე ამ გაუარესებას ვერ აჩვენებს.
13

14.

რას ზომავს უმუშევრობის დონე?
როგორც ვნახეთ, უმუშევრობის დონე არაა
შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის
სრულყოფილი საზომი:
ის გამორიცხავს იმედგაცრუებულ მუშაკებს
ის ვერ განასხვავებს ნახევარი და სრული
განაკვეთით დასაქმებულებს.
აგრეთვე, ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება
არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს სტატისტიკის
სამსახურს საკუთარი დასაქმების სტატუსის შესახებ.
მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, უმუშევრობის დონე
შრომის ბაზრისა და ზოგადად ეკონომიკის
მდგომარეობის კარგი ინდიკატორია.
14

15.

უმუშევრობის ხანგრძლივობა
უმეტეს შემთხვევაში უმუშევრობა
მოკლევადაინია. მაგალითად, აშშ-ში:
უმუშევართა 80% ექვს თვეზე ნაკლები პერიოდი
იმყოფება სამსახურის გარეშე.
თუმცა დროის ყოველ მოცემულ მომენტში
უმუშევართა შორის უმეტესობა
გრძელვადიანი უმუშევარია. მიზეზი მარტივია:
მოკლევადაინი უმუშევრები სწრაფად პოულობენ
ახალ სამსახურს და ტოვებენ უმუშევართა რიგებს,
გრძელვადიან უმუშევრებს კი დაბალი დენადობა
აქვთ და სწორედ ისინი წარმოადგენენ
უმუშევართა უმეტესობას დროის ყოველ
15
მომენტში.

16.

ციკლური უმუშევრობა და უმუშევრობის
ბუნებრივი დონე
ეკონომიკაში ყოველთვის არიან უმუშევრები, თუმცა
უმუშევრობის დონე მერყეობს წლიდან წლამდე.
უმუშევრობის ბუნებრივი დონე
წარმოადგენს უმუშევრობის ნორმალურ დონეს,
რომლის გარშემოც ფაქტობრივი უმუშევრობის
დონე მერყეობს.
ციკლური უმუშევრობა
წარმოადგენს უმუშევრობის გადახრას საკუთარი
ბუნებრივი დონიდან
იგი დაკავშირებულია ბიზნეს ციკლებთან, რასაც
მოგვიანებით განვიხილავთ.
16

17.

უმუშევრობის დონე აშშ-ში (1960-2005)
(percentage of labor force)
12
უმუშევრობის
ფაქტობრივი დონე
10
8
6
უმუშევრობის
ბუნებრივი დონე
4
2
0
1960
1965
1970
1975
1980
1985
1990
1995
2000
2005
17

18.

უმუშევრობის ბუნებრივი დონე
მაშინაც კი, როცა ეკონომიკა გამართულად მუშაობს,
უმუშევრობა მაინც არსებობს. კერძოდ:
ფრიქციული უმუშევრობა
გამოწვეულია იმის გამო, რომ ადამიანები
გარკვეულ დროს უთმობენ მათთვის შესაფერისი
სამუშაოს ძებნას (ამ დროის განმავლობაში
უმუშევრები არიან)
როგორც წესი მოკლევადაინია
სტრუქტურული უმუშევრობა
გამოწვეულია იმის გამო, რომ ეკონომიკის ზოგიერთ
სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა
ნაკლებია მუშაობის მსურველთა რაოდენობაზე.
როგორც წესი გრძელვადაინია.
18

19.

სამუშაოს ძებნა
ცხადია, მშრომელებს განსხვავებული გემოვნება და
უნარები გააჩნიათ, სამუშაოებს კი განსხვავებული
მოთხოვნები აქვს.
სამუშაოს ძებნა არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც
მშრომელები თავიანთი გემოვნებისა და უნარების
შესაბამის სამუშაოს პოულობენ.
სექტორული გადანაცვლებები წარმოადგენს სამუშაო
ძალაზე მოთხოვნის ცვლილებებს ეკონომიკის სექტორებს
ან რეგიონებს შორის.
ასეთი გადანაცვლებების შედეგად ზოგიერთი მშრომელი
სამუშაოს გარეშე რჩება და უწევს ეძებოს ახალი, მისი
უნარებისა და გემოვნების შესაფერისი სამსახური.
ეკონომიკა მუდმივად განიცდის ცვლილებებს, ამიტომ
ფრიქციული უმუშევრობა ყოველთვის არსებობს.
19

20.

სამუშაოს ძებნა და სახელმწიფო
პოლიტიკა
სახელმწიფო დასაქმების სააგენტოები:
მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას არსებული
ვაკანსიების შესახებ, რათა დააჩქაროს სამუშაოს
პოვნის პროცესი.
სახელმწიფო გადამზადების პროგრამები:
მიზნად ისახავს გადაამზადოს შემცირებადი
ინდუსტრიებიდან გამოთავისუფლებული მუშაკები,
რათა მათ შეიძინონ მზარდ ინდუსტრიებში
დასაქმებისთვის საჭირო უნარები.
20

21.

უმუშევრობის დაზღვევა
უმუშევრობის დაზღვევა წარმოადგენს
სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ადამიანებს
უზრუნველყოფს გარკვეული შემოსავლით
უმუშევრობის პერიოდში.
• იგი იცავს უმუშევრებს სიღარიბისგან და აძლევს
მათ დროს, რათა იპოვონ ყველაზე უფრო
მისაღები სამუშაო.
ამავდროულად, უმუშევრობის დაზღვევა ზრდის
ფრიქციულ უმუშევრობას.
• რატომ?
სამსახურის პოვნის შემთხვევაში მთავრობა აღარ
დაეხმარება მშრომელებს, ამიტომ მათ ნაკლები სტიმული
აქვთ აქტიურად ეძებონ სამუშაო ან დათანხმდნენ
შემოთავაზებულ ვარიანტებს.
21

22.

სტრუქტურული უმუშევრობის მიზეზები
სტრუქტურული
უმუშევრობა ჩნდება,
როცა სამუშაო
ადგილების
დეფიციტია.
რაც წონასწორულზე
მაღალი ხელფასის
დაწესებითაა
განპირობებული
არსებობს ამის სამი
მიზეზი...
W
(ხელფას
ი)
უმუშევრობა
S
ფაქტობრივ
ი ხელფასი
W1
WE
D
L (სამუშაო
ძალა)
22

23.

1. მინიმალური ხელფასის კანონი
როცა კანონით მოთხოვნილი მინიმალური
ხელფასი აღემატება წონასწორულ ხელფასს,
ჩნდება სტრუქტურული უმუშევრობა
• ეს შეიძლება მოხდეს ყველაზე ნაკლებად
გამოცდილი და სუსტუნარიანი
მშრომელების შემთხვევაში (ვინც ყველაზე
დაბალ ხელფასს იღებენ).
მაგრამ ისინი სამუშაო ძალის მხოლოდ
მცირე ნაწილია, ამიტომ მინიმალური
ხელფასი სრულად ვერ ახსნის სტრუქტურულ
უმუშევრობას.
23

24.

2. პროფკავშირები
პროფკავშირი მუშათა გაერთიანებაა, რომელიც
დამსაქმებელთან მართავს მოლაპარაკებებს
ხელფასებსა და სხვა სამუშაო პირობებზე.
როცა პროფკავშირი ფირმას აიძულებს გაზარდოს
ხელფასი წონასწორულზე მეტად, პროფკავშირის
გარეთ მყოფი მუშაკები კარგავენ სამსახურს ან
გადადიან ისეთ სექტორში სადაც პროფკავშირი
არაა და იღებენ დაბალ ხელფასს.
ამრიგად, პროფკავშირებს შეუძლია სტრუქტურული
უმუშევრობის გამოწვევა. თუმცა მათ ასევე შეუძლია
წვლილი შეიტანონ დასაქმებულთა პირობებისა და
შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
24

25.

ეფექტიანი ხელფასი
ეფექტიანი ხელფასის თეორიის მიხედვით:
ფირმები დასაქმებულებს ნებაყოფლობით
უხდიან წონასწორულზე მაღალ ხელფასს,
რათა გაზარდონ მათი პროდუქტიულობა.
არსებობს სხვადასხვა მიზეზები თუ რატომ
შეიძლება გაზარდოს მშრომელის
პროდუქტიულობა მაღალმა ხელფასმა
• ჩვენ განვიხილავთ 4 ასეთ მიზეზს...
25

26.

3. ეფექტიანი ხელფასი
ეფექტიანი ხელფასის 4 მიზეზი:
1. მშრომელთა ჯანმრთელობა
განვითარებად ქვეყნებში არასაკმარისი კვება
გავრცელებული პრობლემაა. მაღალი ხელფასი
საშუალებას აძლევს დასაქმებულებს ჯეროვნად
იკვებონ, რაც მათ უფრო ჯანმრთელს და
პროდუქტიულს ხდის.
2. მშრომელთა დენადობა
ახალი თანამშრომლების აყვანა და გადამზადება
ფირმისთვის ხარჯიანია. მაღალი ხელფასი
დასაქმებულებს მეტ სტიმულს აძლევს დარჩნენ
ფირმაში და კადრების გადინებაც მცირდება.
26

27.

3. ეფექტიანი ხელფასი
ეფექტიანი ხელფასის 4 მიზეზი:
3. მშრომელთა კვალიფიკაცია
მაღალი ხელფასის შეთავაზება იზიდავს უფრო
კვალიფიციურ კადრებს და ზრდის ფირმაში
მომუშავეთა ხარისხს.
4. მშრომელთა ძალისხმავა
მაღალი ხელფასის შემთხვევაში დასაქმებულებს მეტი
სტიმული აქვთ მონდომებით და ხარისხიანად
იმუშაონ, რადგან სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში
მათ გაუჭირდებათ იგივე ანაზღაურების სამუშაოს
პოვნა.
სხვა სიტყვებით, ამ დროს სამუშაოს უხარისხოდ
შესრულებას მაღალი ალტერნატიული დანახარჯი
27
აქვს.

28.

სავარჯიშო
რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას
ყველაზე მეტად?
A. მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასის
კანონის გაუქმება
B. მთავრობის მიერ უმუშევრობის დაზღვევისას
გადახდილი სარგებილის გაზრდა
C. პროფკავშირების აკრძალვა
D. მუშაკებისა და დამსაქმებლების მიერ ერთი ვებგვერდის გამოყენება რეზიუმეების
განსათავსებლად და კადრების შესარჩევად.
E. სექტორული გადანაცვლებების გახშირება.
28

29.

სავარჯიშო
რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას
ყველაზე მეტად?
A. მთავრობის მიერ მინიმალური ხელფასის
კანონის გაუქმება
C. პროფკავშირების აკრძალვა
ეს ვარიანტები შეამცირებს სტრუქტურულ
უმუშევრობას და არა ფრიქციულ უმუშევრობას
29

30.

სავარჯიშო
რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას
ყველაზე მეტად?
B. მთავრობის მიერ უმუშევრობის დაზღვევისას
გადახდილი სარგებილის გაზრდა
E. სექტორული გადანაცვლებების გახშირება.
ეს ვარიანტები გაზრდის ფრიქციულ უმუშევრობას.
30

31.

სავარჯიშო
რომელი შეამცირებს ფრიქციულ უმუშევრობას
ყველაზე მეტად?
D. მუშაკებისა და დამსაქმებლების მიერ ერთი ვებგვერდის გამოყენება რეზიუმეების
განსათავსებლად და კადრების შესარჩევად.
ეს ვარიანტი დააჩქარებს სამუშაოს პოვნის
პროცესს და ამიტომ სწორედ ეს შეამცირებს
ფრიქციულ უმუშევრობს
31

32.

შეჯამება: უმუშევრობის ბუნებრივი
დონე
უმუშევრობის ბუნებრივი დონე მოიცავს:
ფრიქციულ უმუშევრობას
ახალი სამუშაოს პოვნას დრო სჭირდება
ხდება მაშინაც კი, როცა სამუშაოების რაოდენობა
საკმარისია.
სტრუქტურული უმუშევრობა
• როცა ხელფასი წონასწორულზე მაღალია, ჩნდება
სამუშაოების დეფიციტი
გამოწვეულია მინიმალური ხელფასის,
პროფკავშირებისა და ეფექტიანი ხელფასის
არსებობით.
32
English     Русский Rules